ფრანგმა პოლიციელებმა სასტუმრო “Ritz”-იდან გატაცებული ძვირფასეულობა იპოვეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა, სასტუმრო “Ritz”-იდან მოპარული ყველა ძვირფასეულობა იპოვეს, რომელთა საერთო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენდა.
“მე შემიძლია დავადასტურო, რომ ყველა ძვირფასეულობა ნაპოვნია”, ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, სააგენტო “Reuters”-თან საუბრისას დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ 5-მა შეიარაღებულმა მამაკაცმა, პარიზში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო “Ritz” გუშინ გაძარცვა, პოლიციამ 3 მათგანის დაკავება მოახერხა, თუმცა 2 დამნაშავე ამ დრომდე მიმალვაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები