რუსი ყოფილი ოფიცერი 59 ადამიანის მკვლელობას აღიარებს

რუსი ყოფილი ოფიცერი მიხეილ პოპკოვი, 22 ქალბატონის მკვლელობისთვის, სასჯელს ციმბირის ციხეში იხდის.
სერიულმა მკვლელმა აღიარა, რომ 1992 წლიდან 2010 წლამდე, 59 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „Interfax“ ავრცელებს.
თუ სასამართლო დაადგენს, რომ მან მართლაც 59 ადამიანი მოკლა, ყოფილი პოლიციელი, რუსეთის ბოლო დროის ისტორიაში ყველაზე „ნაყოფიერი“ სერიული მკვლელი გახდება.
ყოფილი ოფიცერი მკვლელობებს იმ ქალაქში ახორციელებდა, სადაც იგი პოლიციელად მუშაობდა. მან პოლიციის დეპარტამენტი 1998 წელს დატოვა და პენსიაზე გავიდა, თუმცა მკვლელობების სერიას მაინც აგრძელებდა.
სერიული მკვლელის მსხვერპლის ობიექტს 16 -დან 40 -წლამდე ქალბატონები წარმოადგენდნენ, რომლებსაც ძირითადად, გვიან ღამით ესხმოდა თავს, აუპატიურებდა და შემდეგ კლავდა.
2012 წელს მკვლელობების სერიის გამოძიება სასმართლომ განაახლა, შედეგად კი, „დნმ“-ის ტესტის მიხედვით, დამნაშავე ყოფილი პოლიციელი მიხეილ პოპკოვი აღმოჩნდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები