საუდის არაბეთში კაბაში ჩაცმული მამაკაცი დააკავეს

საუდის არაბეთში, ქალაქ მექას პოლიციამ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოჩნდა, სადაც მას ქალის კაბა აცვია და ქორწილის მონაწილეს განასახიერებს. ამის შესახებ მექას პოლიციის პრეს-სამსახური იუწყება. განცხადების თანახმად, ქორწილში დაპატიჟებულმა ერთ-ერთმა სტუმარმა პოლიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთ კერძო დაწესებულებაში საზეიმო ღონისძიებაზე დაპატიჟეს, სადაც უცაბედად გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომელთა შორის ერთ-ერთი ქალის კაბაში იყო შემოსილი. მამაკაცები ქორწილს განასახიერებდნენ. აღნიშნული მამაკაცები დააკავეს, დაადგინეს მათი ვინაობა და საქმე გენერალურ პროკურატურას გადასცეს. კონკრეტული ბრალდება დაკავებულების მიმართ არ ხმაურდება.
საუდის არაბეთში არ არის კანონები, რომლებიც სექსუალურ ორიენტაციას და გენდერულ იდენტობას ეხება. თუმცა, როდესაც მოსამართლეები ღალატთან, ერთსქესიანთა და ქორწინებამდე ურთიერთობებთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავენ, შარიატის კანონებით ხელმძღვანელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები