ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ გახდა, წონასწორობა ვერ დაიცვა და სიმაღლიდან გადმოვარდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სუიციდს ჰქონდა ადგილი, თუ სასტუმროს მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები