გერმანიაში მანქანის გამტაცებელს მოპარულ „Porsche”-ში ჩაეძინა

ბერლინის პოლიციელებმა ყურადღება მიაქციეს მამაკაცს, რომელსაც პარკინგზე მდგარ ავტომანქანაში ეძინა. ქალაქის პოლიციის ცნობით, ის ავტომობილების ქურდი აღმოჩნდა.
პოლიციის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს,, გაერკვიათ ყველაფერი რიგზე აქვს თუ არა ჩაძინებულ მძღოლს. ბაზაში გადამოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ავტომობილი 11 დეკემბრის შემდეგ გატაცებულთა სიაშია.
Porsche-სგან 20 მეტრში კიდევ ერთი ავტომანქანა იდგა, რომელიც ასევე გატაცებული იყო. 44 წლის „მძინარე“ გამტაცებელი კი, დიდი ხანია ამ საქმიანობით იყო დაკავებული. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, უიღბლო დამნაშავე გაღვიძებული და დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები