შვეიცარიაში 80 წლის მამაკაცმა ბანკი გაძარცვა

შვეიცარიელმა სამართალდამცველებმა ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილი 80 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ Associated Press“ ავრცელებს.
ლუცერნის საგამოძიებო უწყების განცხადებით, დაკავებულმა მამაკაცმა დეკემბერში ჩადენილი დანაშაულიც აღიარა.
სამართალდამცველები დანაშაულის დეტალებს ამ დროისთვის არ ასაჯაროვებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ნიღაბი ეკეთა, ხელში კი ფულით სავსე ლურჯი ჩანთა ეჭირა, რომლითაც ბანკის ტერიტორია დატოვა.
პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით არ მიმდინარეობს.
2017 წელს მსგავსი ფაქტი მოხდა, 71 წლის მამაკაცმა ბანკი გაძარცვა, სასამართლომ კი მას შინა პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები