„Honda Civic“-ის მძღოლი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, შედეგად 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა (ვიდეო)

რუსეთში მაღალი სიჩქარით მოძრავი „Honda Civic“-ის მძღოლი, სამ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შედეგად, 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შეჯახების ფაქტი ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეო კამერითაა გადაღებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეჯახებისას 63 წლის ორი პენსიონერი დაშავდა, 16 წლის ახალგაზრდა კი ადგილზე დაიღუპა.
სამართალდამცველები ამ დროისთვის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ, მათი ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცი, ავტომობილს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები