პაკისტანში 12 -მდე შეიარაღებულმა პირმა ინდოელი ჟურნალისტის გატაცება სცადა
ინდური ტელევიზია „WION“-ის ჟურნალისტის განცხადებით, ის ისლამაბადში იმყოფებოდა, როდესაც შეიარაღებულმა მამაკაცებმა მისი გატაცება სცადეს, თუმცა ჟურნალისტმა გაქცევა მოახერხა.
ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის ტაქსში იმყოფებოდა და ისლამაბადის აეროპორტში მიდიოდა, როდესაც 12-მდე შეიარაღებულმა პირმა, ტაქსი იძულებით გააჩერა და მის გატაცება სცადა. „მე გაქცევა მოვახერხე, ახლა უსაფრთხოდ ვარ პოლიციასთან და დახმარებას ნებისმიერი მხრიდან ველოდები“.
ჟურნალისტმა საგენტო „Reuters“-ს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ დამნაშავეები სხვადასხვა სახის იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, „მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, შემდეგ კი მანქანის უკანა სავარძელზე დამსვეს, თუმცა ერთი კარი ღია იყო და მე გაქცევა მოვახერხე“.
უფლებადამცველთა ჯგუფმა, გასული წლის განმავლობაში, სოციალური მედიის აქტივისტების გატაცების ფაქტი დაგმო და აღნიშნა, რომ გასულ წელს 4 პაკისტანელი ბლოგერი გაიტაცეს, რომელთა გათავისუფლება რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა.