ინგლისის ერთ-ერთ სკოლაში გოგონების „გოგონებად“ ხსენება აკრძალეს

ინგლისურ ქალაქ ოლტრინგემში არსებულ გრამატიკულ სკოლაში, მოსწავლე გოგონების „გოგონებად“ ხსენება აკრძალეს. ამის შესახებ ბრიტანული „დეილი მეილი“ იუწყება. ამ სიახლის მიზეზი კი ტრანსგენდერების წყენის თავიდან აცილებაა.
უძველესი და პრესტიჟული სკოლის დირექტორმა სტეფანი ჯილმა მოსწავლეების მშობლებს ამის შესახებ წერილი გაუგზავნა. მასში ნათქვამი იყო, რომ სკოლამ რეაგირება მოახდინა გამოწვევებზე, რაც იმ სტუდენტების წინაშეა, რომლებიც თავის გენდერულ იდენტობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ადგილობრივი მაცხოვრებლის ნაწილისგან ამ სიახლეს ნეგატიური გამოხმაურება მოყვა. სიახლეს აქტიურად განიხილავენ ბრიტანულ სოციალურ ქსელებშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები