კარლეს პუჩდემონს კვლავ კატალონიის მთავრობის მეთაურობა სურს

კარლეს პუჩდემონი კვლავ წარმოადგენს თავის კანდიდატურას კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელად, _ ამის შესახებ ბრიუსელში, ორი პარტიის – „ერთად კატალონიისთვის“ და „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრაზე იმყოფებოდა თავად პუჩდემონიც.
როგორც ცნობილი ხდება, პუჩდემონმა, რომლის მიმართაც, ესპანურმა უმაღლესმა სასამართლომ ესპანურ ტერიტორიაზე დაპატიმრების შესახებ ორდერი გასცა, პარტიებს შესთავაზა, მისი კანდიდატურის დამტკიცების პროცედურა ვიდეოკავშირით შედგეს. ამას გარდა, წინა დღეს, პუჩდემონმა საფრანგეთიდან გამართული ვიდეოკავშირის მეშვეობით განაცხადა, რომ სურს კატალონიაში დაბრუნება იმ პირობით, რომ მისი არ დაპატიმრების თაობაზე, ესპანური იუსტიცია გარანტიებს გასცემს.
მას შემდეგ, რაც მადრიდმა ავტონომიურ ერთეულში პირდაპირი მმართველობა დანიშნა, მთავრობა დაითხოვა და პარლამენტი დაშალა, საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები დაინიშნა. 21 დეკემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ესპანეთისგან გამოყოფის მომხრე პარტიების დეპუტატებმა მიიღეს. კატალონიის პარლამენტის პირველი სხდომა 17 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები