პაკისტანში 8 წლის გოგონაზე დამნაშავეებმა სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს, შემდეგ კი მოკლეს

პაკისტანში, პროვინცია კასურში, მცირეწლოვანი გოგონას გვამი ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველები პაკისტანელ გოგონას 1 კვირის განმავლობაში ეძებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 8 წლის გოგონაზე დამნაშავეებმა სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს, შემდეგ კი მოკლეს.
„Geo Tv”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გოგონა 4 იანვარს გაუჩინარდა, 9 იანვარს კი ის გარდაცვლილი იპოვეს.
კასურის პროვინციაში, გოგონას გარდაცვალებისა და მასზე სექსუალური ძალადობის შესახებ, ინფორმაცია ადგილობრივმა ტელევიზიებმა გაავრცელეს, რასაც მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
საპროტესტო აქციები იმ პოლიციის შენობასთანაც გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ დამნაშავის დაჭერა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
მომხდარ ფაქტს მთავრობის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ, ერთ-ერთმა მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ „არ მოვისვენებ, სანამ დანაშაულის ჩამდენი პირი არ იქნება დაპატიმრებული და სათანადოდ დასჯილი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები