“მომავალმა არჩევნებმა სისხლისღვრა უნდა შეაჩეროს“ – ხალიფა ჰაფთარი

ლიბიის სამხედრო ლიდერმა ხალიფა ჰაფთარმა განაცხადა, რომ შესაძლოა ლიბია დემოკრატიული პროცესებისთვის მზად არაა, მიუხედავად იმისა, რომ გაერომ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა.
სამხედრო ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მას ჰყავს არმია, რომელიც 75 000 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება და იმ შემთხვევაში თუ გაეროს მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგი არ მოეწონება, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აუცილებლად შეეცდება.
„მომავალმა არჩევნებმა სისხლისღვრა უნდა შეაჩეროს, მაგრამ თუ არჩევნების შემდეგ ქაოსი გაგრძელდება, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ საჭირო მოქმედებებს“.
შეგახსენებთ, რომ ხალიფა ჰაფთარი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი აქტივისტია, რომელიც ლიბიის ნახევარს სრულიად აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები