კალიფორნიაში მომხდარ სტიქიას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ძლიერმა წვიმებმა, კალიფორნიაში წყალდიდობა გამოიწვია, შედეგად კი სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა 163 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 300-მდე ადამიანი, სტიქიის გამო სანტა ბარბარას აღმოსავლეთით არიან ჩაკეტილები და ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ.
სამართალდამცველების განცხადებით, სტიქიის დროს მიყენებული ზარალი „მსოფლიო ომის ბრძოლის ველს ჰგავდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები