პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 4 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა
პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც მოტოციკლს მართავდა, სამართალდამცველების მანქანას მიუახლოვდა და თავი აიფეთქა. შედეგად 4 სამართალდამცველი დაიღუპა, 16 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულთა მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია, თუმცა თითოეული მათგანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტის მთავარი სამიზნე, პოლიციელები იყვნენ.