იტალიასა და გერმანიაში სამართალდამცველებმა 169 „მაფიოზი“ დააკავეს

სამართალდამცველებმა ერთობლივი მასშტაბური სპეცოპერაციის დროს, იტალიასა და გერმანიაში, 169 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კრიმინალურ დაჯგუფება „NDRANGET“-თან.
გავრცელებული ინფრომაციით, სამართალდამცველებმა ქალაქ კროტონეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და იტალიის სამი ქალაქის მერი დააკავეს.
სპეცოპერაციის დროს დაკავებულ „მაფიოზებს“, სასამართლომ სხვადასხვა სახის ქონება ჩამოართვა, რომელთა საერთო ღირებულებამ 50 მილიონ ევროს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ 2007 წელს ყველაზე გავლენიანი მაფიოზური კლანის „კოზა-ნოსტრას“ წევრებისთვის ჩამორთმეულმა ქონებამ, 47 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები