ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი დაცვას პასუხობს: საზოგადოება შეცდომაში შეგყავთ

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.
შესაძლებელია, დღესვე სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს.
პროკურორმა ადვოკატების განცხადებს სიცრუე უწოდა და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.
„ზოგადად კომენტარს გავაკეთებ. საქმის მასალების მიხედვით, ვისზეც არის დაზიანებები მიყენებული, ყველა პირი არის იდენტიფიცირებული. ყველა პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეზე არაობიექტურად ჩატარდა გამოძიება და არ არის სრულყოფილად ჩატარებული გამოძიება, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,“ – განაცხადა პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.
ადვოკატები სხვადასხვა შუამდგომლობას დააყენებენ, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით.
პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა, ეკატერინე მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი დაჭრილი მოზარდი ფიგურირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები