მატარებლების შეჯახების შედეგად დაშავებულების რაოდენობა 226-მდე გაიზარდა

სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგის მახლობლად მომხდარი, მატარებლების შეჯახების შედეგად დაშავებულების რაოდენობა 226 ადამიანამდე გაიზარდა.
ორი სამგზავრო მატარებელი ქალაქ ჯერმისტონში შეეჯახა ერთმანეთს. მატარებელი, რომელიც სადგურზე შედიოდა პლატფორმის გვერდით გაჩერებულ მეორე მატარებელს შეეჯახა. ორივე მატარებელი ქალაქ სფრინგსში მიემართებოდა.
ეს სამხრეთ აფრიკაში, ერთი კვირის განმავლობაში მატარებლების მონაწილეობით, მომხდარი მეორე ავარიაა. წინა ოთხშაბათს, მატარებელი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. მაშინ 19 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-ზე მეტმა მგზავრმა ტრავმები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები