იტალიის ქალაქ ტივოლში მწერალთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მწერალ დავით მაღრაძეს, როგორც ნომინაციის გამარჯვებულს ,“ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ Premio Internazionale Salvatore Quasimodo-ს ჟიურის გადაწყვეტილებით, დიდი იტალიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კლასიკოსის სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო პრემია გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ იტალიელ პოეტ სალვატორო კვაზიმოდოს (1901-1968 წწ.) ნობელის პრიზი 1953 წელს მისი ლირიკული პოეზიისათვის გადაეცა. მისი პირველი ლექსების კრებული „წყლები და მიწები“ 1930 წელს გამოიცა, რამაც მალევე დიდი მოწონება დაიმსახურა და პირველ წიგნს სხვა ნაწარმოებებიც მოჰყვა.
1930-1938 წლებში სალვატორო კვაზიმოდო იტალიის მთავრობაშიც მუშაობდა, რის შემდეგაც მან თავისი საქმიანობა უკვე სრულიად დაუთმო შემოქმედებას.
სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო პრემია 1992 წელს კვაზიმოდოს ფონდის მიერ დაარსდა და ყოველწლიურად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები