“ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად ეფუძნება იმ ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თბილისში, სურბ გევორქის ტაძარში იმყოფებოდა. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, საქართველო იმ ტრადიციებს ეფუძნება, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, მთავრი ამოცანაა, თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, თანასწორი შესაძლებლობებით იყოს.
„ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, ჩვენს საერთო სამშობლოში იყოს თანასწორი შესაძლებლობებით, სრულად რეალიზებული, მაქსიმალურად ჩართული ქვეყნის ცხოვრებაში. ვფიქრობ, დღეს ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად ეფუძნება იმ ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა“,- აღნიშნა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობის დღესასწაულს და ნათლისღებას ზეიმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები