„არ გამოტოვოთ ჩვენი საღამო“ – თბილისის საკონცერტო დარბაზში მსოფლიო კინომუსიკის შედევრები შესრულდება

9/10 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზი კონცერტს – „მსოფლიო კინომუსიკის შედევრებს“ უმასპინძლებს. შესრულდება როგორც მსოფლიო, ისე ქართული კინომუსიკის შედევრები.
ამის შესახებ ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.
„9 იანვარს გელით ფილარმონიაში ჩვენი გახმაურებული კინომუსიკის კონცერტზე განახლებული რეპერტუარით და ორი special guest-ის: უნიკლური იტალიელი აკორდეონისტის – მარიო სტეფანო პიეტროდარკის და ასევე უნიკალუტი ნინო ქათამაძის მონაწილეობით.
არ გამოტოვოთ ჩვენი საღამო, რადგან საახალწლო განწყობას ალბათ ყველაზე მეტად უხდება ის ყველაფერი, რაც ამ პროექტში სცენაზე ხდება. წამოიყვანეთ თქვენი მშობლები, რომელთათვის ჩვენი პროგრამა აღძრავს ძალზე სასიამოვნო ნოსტალგიას და შვილები, ვისი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის ორკესტრის ჟღერადობასა და კინემატოგრაფიის ისტორიასთან ზიარება წყალივით მნიშვნელოვანია.
მე კი ვიწყებ რამდენიმე ახალი კომპოზიციის მზადებას შესაბამისი ვიდეოპროექციით და შინაარსით!“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები