კიევის ცენტრში ფემინისტმა ქალმა დონალდ ტრამპის იმიჯი მოირგო და საპროტესტო აქცია გამართა

კიევის ცენტრში ფემინისტი ქალი გამოჩნდა, რომელმაც დონალდ ტრამპის იმიჯი მოირგო და ბირთვულ ღილაკთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და ტრამპის განცხადებები გააპროტესტა.
36 წლის ფემინისტი ალექსანდრა ნემჩინოვა კიევის ცენტრში ადრეც გამოჩნდა და პეტრე პოროშენკოსა და უკრაინული ოპოზიციის ლიდერ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.
ფემინისტ ქალბატონს სხეულზე მსგავსი ტიპის წარწერა ჰქონდა “დიდი ბატონი”, ხელში კი “ბირთვული ჩემოდანი” ეჭირა წარწერით, “ბირთვული ფეხბურთი”.
უკრაინულ ორგანიზაცია ” Femen”-ში, ტრამპის მისამართით განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, _ “ბატონო პრეზიდენტო, თუ ღმერთს არ უყვარხართ, ეს არაა მიზეზი, მსოფლიო გაანადგუროთ”. ინფორმაციას რუსული გამოცემა “vesti.ru” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები