„არ მგონია, პრეზიდენტი იმაზე მეტად იყოს შეშფოთებული, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“

არ მგონია, პრეზიდენტი იმაზე მეტად იყოს შეშფოთებული, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე, გაკეთებულ განცხადებას.

„არ მგონია, პრეზიდენტი იმაზე მეტად იყოს შეშფოთებული, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როდესაც თავის დროზე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ შეშფოთებულები არიან, რადგან საქმეში იკვეთება ფაქტები და გარემოებები, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა, მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის პრეზიდენტიც, სანდრო გირგვლიანის საქმის ჩასაფარცხად, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებით, ერთხმად მოქმედებენ,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რა დროსაც სასამართლო და პროკურატურა გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები