ეგვიპტეში, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას, მსხვერპლი მოჰყვა

ეგვიპტეში ტურისტებით სავსე საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. შედეგად, ერთი ტურისტი დაიღუპა, 12-მდე კი დაშავდა. ტრაგედია პოპულარულ ტურისტულ ქალაქ ლუქსორში მოხდა.
ლუქსორის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, გარდაცვლილია 36 წლის ქალბატონი , რომელიც სამხრეთ აფრიკის მოქალაქეა. დაშავებული ტურისტები ესპანეთიდან, არგენტინიდან და სამხრეთ აფრიკიდან არიან.
ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას 12 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთში 20 ტურისტი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები