ლაპლანდიაში, გერმანელი პილოტის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს

ლაპლანდიაში მდებარე ერთ-ერთ აეროპორტში ტრაგედია მოხდა, 20 ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, თუმცა მოულოდნელად, მისი პილოტი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის დახურულ კართან მიღებული დარტყმის შედეგად, პილოტი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია და ყველა დეტალი შესწავლილი იქნება.
პოლიცია გარდაცვლილი პილოტის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა სააგენტო ” Ilta Sanomat”-ის განცხადებით, გარდაცვლილი პილოტი გერმანიის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები