წყალტუბოს რაიონის სოფელ ზარათში ხანძარია

წყალტუბოს რაიონის სოფელი ზარათის მიმდებარედ ხანძარია.
ცეცხლი გამხმარ ბუჩქნარს უკიდია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ქუთაისისა და წყალტუბოს სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა არიან მობილიზებული. ცეცხლს 25 მეხანძრე-მაშველი აქრობს.
მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები