გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა
გურიაში, მერია-ლაითურის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა BMW გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც ხევში გადავარდა.
მათივე თქმით, ავტომანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მათი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.