თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
თურქეთში , ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
„კვირას“ ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა მოძს შეეჯახა , გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, ტრაპზონის ერთ-ერთ ოლქში მოხდა.
„კვირას“ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განცხადებით სამინისტროს უკვე მიმართეს.
მათივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი უზრუნველყოფს.