ზუბალაშვილების ქუჩაზე ორსართულიანი შენობის მანსარდაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე ხანძარი ორსართულიანი ძველი შენობის მანსარდაში გაჩნდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მათივე ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

არსებული ინფორმაციით კი, ხანძრის შედეგად, ადვოკატთა ასოციაციის ოფისის სხვენში არსებული 4 ოთახი დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები