#შეამჩნიე – სოციალური აქცია დაიწყო

ირაკლი აბუსერიძე და მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაცია – „მომავლის მზე“ სოციალური აქცია #შეამჩნიე წამოიწყო.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ისნის №8 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ, აქციის ფარგლებში, ჟანა კუპრიაშვილის ოჯახი მოინახულა და საახალწლო ნობათი გადასცა.
„მადლობას ვუხდი მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციას „მომავლის მზე“ გვერდში დგომისთვის და ასეთი სოციალური პროექტების წამოწყებისთვის. ასოციაციის დაარსების დღიდან გრძნობენ ადამიანები მათ ყურადღებას და ეს არ ვრცელდება მხოლოდ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მარტოხელა დედებზე. აქცია #შეამჩნიე ძალიან სასარგებლო წამოწყებაა და ვიმედოვნებ, რომ მის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი დაინტერესებული კერძო პირი თუ კომპანია ჩაერთვება. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ასეთი კატეგორიის დედების მიმართ და ვეცადოთ მათი ყოფითი ცხოვრება ცოტათი მაინც გავაუმჯობესოთ-განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
აქციის მიზანია მოიძიონ პარტნიორი კომპანიები, რომლებიც სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებენ და პერმანენტულად საკვებითა თუ სხვა პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფენ, იმ მარტოხელა დედებს, რომელთაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
მაჟორიტარმა დეპუტატმა და ასოციაციამ „მომავლის მზემ“ აქციის პირველი ეტაპი სამშენებლო კომპანია „დირსთან“ ერთად ჩაატარა და წინასაახალწლოდ სხვადასხვა პროდუქტით მოამარაგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები