ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი მანქანები გადაეცა

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა ავტოპარკი 6 ერთეული Fiat-ის მარკის ავტომობილით განაახლა. ახალი ავტომობილების გადაცემას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან ერთად ესწრებოდა.

ზურაბ პატარაძემ მანქანების გადაცემის ღონისძიებაზე შეკრებილ ცენტრის თანამშრომლებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

“ჩვენ გვჭირდება მაღალი სტანდარტების  სრულად აღჭურვილი ტექნიკა. მინდა გავიხსენო,  რომ ავტოპარკის განახლება შარშანაც განხორციელდა.  გავიდა ერთი წელი და ქალაქ ბათუმის მერიამ შეისყიდა უკვე 6 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტომანქანა, სრული აღჭურვილობით. 518 ათასი ლარი დაიხარჯა სრულად ამ მანქანებისთვის, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ძალიან მნიშვნელოვანია სერვისების გაუმჯობესება, უნდა იყოს გამართული ტექნიკა, რათა სასწრაფო მანქანები ოპერატიულად მივიდნენ დანიშნულების ადგილას.

ახალი მანქანები  ყველა საჭირო მოწყობილობითაა აღჭურვილი. ავტომობილების ღირებულება 518 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნული ავტომობილებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ბალანსზე რიცხული ძველი ავტომობილები ჩანაცვლდება. ცენტრმა მაშინ 4 ერთეული ფოლკსვაგენის მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 13 ბრიგადა ჰყავს. ზამთრის სეზონზე დამატებით კიდევ 2 ბრიგადა მუშაობს”,- აღნიშნა პატარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები