თბილისში, მშენებარე ობიექტზე მუშები დაშავდნენ – ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, ორი მუშა დაშავდა.
„კვირას“ ინფორმაციით, მათ მშენებარე სახლიდან ჩამოვარდნილი სამშენებლო კონსტრუქცია დაეცათ.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა ).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები