რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე ხანძარი გაჩნდა
რუსთავში, შარტავას გამზირზე #9 საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ხატების კუთხეში დანთებული სანთლიდან გაჩნდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანება იყო და მეზობლებმა მოხუცი სახლიდან დროულად გამოიყვანეს.