ქუთაისში, მშენებლობიდან გადმოვარდნის შედეგად, ორი მამაკაცი დაიღუპა

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დაღუპულები უკვე გადაასვენეს პროზექტურაში.
მშენებლობას კომპანია “იბერია სტარ გრუპი” აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები