ესპანელი პოლიციელები საშობაო სადილის მენიუმ აღაშფოთა

ესპანეთის შსს ჩაატარებს გადაუდებელ შიდა გამოძიებას საშობაო სადილის მენიუსთან დაკავშირებით, რომელიც ბარსელონაში მივლინებულ პოლიციელებს შესთავაზეს. ცოტა ხნის წინ, ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით, მთელი ესპანეთიდან რამდენიმე ათასი სამართალდამცველი იყო კატალონიაში მივლინებული. 25 დეკემბერს, კათოლიკეების მიერ შობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით, პოლიციელებს ხელმძღვანელობა საზეიმო სადილით გაუმასპინძლდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა კი, სადილზე შემოთავაზებულ კერძებს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი განათავსა-„ეს სადილია, რომელიც ბარსელონაში მივლინებულ ჩვენს კოლეგებს მიართვეს. თქვენ ის ნორმალური გეჩვენებათ თუ ჩემსავით გრცხვენიათ იმის, რასაც ხედავთ?“-დაწერა ინსპექტორის თანაშემწე ალფრედო პერდიგერომ „ტვიტერში“. მას მხარი პროფკავშირების წარმომადგენლებმაც აუბეს. ფოტოზე კი ჩანს თეფში მაკარონით და ერთი ცალი მიდიით, თევზის ერთი ნაჭერი, რამდენიმე კოტლეტი, ფუნთუშა და ერთი ბოთლი წყალი. პროფკავშირების წარმომადგენელმა კი, მიკრობლოგში დაწერა, რომ ესპანეთის ციხეებში პატიმრებს უფრო კარგად კვებავენ.
ესპანეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ხუან იგნასიო სოიდომ უკვე დაავალა შესაბამის სამსახურებს, სასწრაფოდ ჩაატარონ შიდა გამოძიება და გაირკვეს, ვინ არის პასუხისმგებელი ასეთი სადილით პოლიციელების უზრუნველყოფაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები