ეკა ბესელია: სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება

სამართლებრივი პროცედურები საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით, გრძელდება და რაიმე ახალი მოთხოვნა საქართველოს უკრაინაში არ გაუგზავნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული პროცედურები მხოლოდ სამართლებრივია და პოლიტიკურ მოტივებს არ უკავშირდება.
„ის სამართლებრივი პროცედურა, კანონის შესაბამისად, რაც იყო დაწყებული, საკმაოდ დიდი ხნის წინ, მიმდინარეობს და რაიმე ახალი მოთხოვნის შესახებ მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. იმიტომ, რომ სამართლებრივი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უკვე დაწყებულია იმ ეტაპიდან, რაზეც საქართველოში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის თაობაზე და ამ საკითხზე სასამართლოებიც მიმდინარეობს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები