“საპოლიციო კონტროლის ჩატარება რომ საჭირო იყო, შედეგებმა გამოავლინა”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა ნაცვლიშვილმა თბილისში ჩატარებულ საპოლიციო კონტროლზე საუბრისას, პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წინასაახალწლო პერიოდი ყოველთვის გამოირჩევა აქტიურობით როგორც დანაშაულის თვალსაზრისით, ისე შესაბამისი პასუხით პოლიციის მხრიდან. მისივე თქმით, მთავრია პრევენციული ღონისძიების ჩატარებისას არავის უფლება არ იყოს შელახული.
“წინასაახალწლო პერიოდი ყოველთვის გამოირჩევა აქტიურობით, როგორც დანაშაულის თვალსაზრისით, ისე შესაბამისი პასუხით პოლიციის მხრიდან, პრევენციული ზომები მთავარია არ იყოს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული, მაგრამ ამის ჩატარება საჭირო რომ იყო, შედეგებმა გამოავლინა. კრიმინალი არ არის ისეთ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონე მაღალია. გამომდინარე იქიდან, რომ მათ წინაშე არ დგას მოპარვის და დაყაჩაღების აუცილებლობა. ერთადერთი დაცვა ამისგან, განვითარება და ცხოვრების დონის აწევაა. ამიტომ ამ დროისთვის ეს არის ჩვეულებრივი პრევენციული ღონისძიება. აქ მთავარია, რომ ამის შედეგად, არავის უფლება შეილახოს”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები