ბექა ნაცვლიშვილი: ვერ ვხედავ მთავრობაში ისეთ სუსტ რგოლს, რომლის შეცვლაც აუცილებელი იქნება

“ძალიან კომპეტენტური მთავრობა გვყავს, მე ვერ ვხედავ მთავრობაში ისეთ სუსტ რგოლს, რომლის შეცვლაც აუცილებელი იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაზაფხულზე შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აქამდე განხორციელებული ცვლილებებიც ხარჯების შემცირებას ემსახურებოდა და როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მთავარია სტრუქტურებს შორის კოორდინირებული მუშაობა იყოს.
“ძალიან კომპეტენტური მთავრობა გვყავს, მე ვერ ვხედავ მთავრობაში ისეთ სუსტ რგოლს, რომლის შეცვლაც აუცილებელი იქნება. ამიტომ მე არ მგონია, რომ გაზაფხულზე კიდევ იქნება სამთავრობო ცვლილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი დამოკიდებულება ასეთია, სუსტი რგოლი არ გვყავს. ეს ცვლილებაც ემსახურებოდა მცირე მთავრობის ჩამოყალიბებას, რაც დაბალ ხარჯებს ნიშნავს. მთავარია, კოორდინირებული იყოს სტრუქტურებს შორის მუშაობა”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები