ბექა ნაცვლიშვილი: ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევად სიღარიბე და უმუშევრობა რჩება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე 2017 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას, სიღარიბე და უმუშევრობაა.
“მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც 2017 წელს მოხდა, – პირველ რიგში უნდა აღინიშნოს დაბალანსებული ბიუჯეტი, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. რა თქმა უნდა, მთვრობის დამტკიცებაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. რაც შეეხება გამოწვევებს, გამოწვევა რჩება ძალიან ბევრი, მაგრამ ეს არის უპირველეს ყოვლისა სიღარიბე, უმუშევრობა, რომელიც ძალიან მწვავედ დგას. რაც უნდა ნათელ ფერებში დავხატოთ, ეს ასეა და ამას ვერ გავექცევით. შემდეგ არის ჩატაევთან ანუ ტერორისტებთან დაკავშირებული მოვლენები.
ასევე, რაც ძალიან სამწუხაროა, ეს გახშირებული აგრესიაა, რომელმაც წელს ძალიან მძიმედ დაგვამახსოვრა თავი, ამიტომ ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას”,- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ეკონომიკურ ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ წინა წლის ბიუჯეტი 2,5 ლარზე იყო გათვლილი და ეს ტენდენცია შენარჩუნდა, თუმცა, მისივე თქმით, მთავარია როგორ აისახება მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები