საკრებულოში თბილისის ისტორიული აბრების გამოფენა გაიმართა

დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ორგანიზებით,  დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს სარდაფში, თბილისის ისტორიული აბრების გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე 19-ე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, 2017 წლამდე სამისამართე აბრების ნიმუშები იყო წარმოდგენილი. აბრების დიდი ნაწილი თბილისის ისტორიის მუზეუმმა შემოინახა. შედარებით ახალი პერიოდის აბრები კი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მოიძია.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილის თქმით, გამოფენის მიზანი თბილისის, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქალაქის, კიდევ ერთხელ წარმოჩენა იყო.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები და მოწვეული  სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები