მომავალი თვიდან ექიმებს ხელფასი 30 პროცენტით გაეზრდებათ

   “მოვუწოდებ მედიის წარმომადგენლებს, ობიექტურად გააშუქონ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ნუ წარმოაჩენენ მას დამახინჯებულად. მოსახლეობამ კარგად იცის, რომელი პროგრამაა წარმატებული, რადგან ის უშუალოდ მათზე აისახება,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთის რეგიონის მედიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ქუთაისში, „ელჯის“ კლინიკაში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეებზე, რომლებიც მთავრობის ინიციატივით ხორციელდება.
კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, მედიკოსებს განუმარტა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის ექიმისა და ექთნის დაფინანსება 30%-ით იზრდება.
„სოფლის ექიმის დაფინანსება თვეში 650 ლარი, ხოლო ექთნის/ფერშლის მომსახურების ღირებულება თვეში 455 ლარი ხდება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ექიმის სამედიცინო ჩანთით, მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით, სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმებით და რეცეპტებით უზრუნველყოფა”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები