25 დეკემბერი

11:00 საათზე – პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე წლის პოლიტიკურ მოვლენებს შეაჯამებს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565
 

11:30 საათზე – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს. ისაუბრებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

12:00 პროექტის „საქართველოს პარლამენტის როლი ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგისა და სამართლებრივი დაახლოების სფეროში” დასკვნითი ღონისძიება
დღის წესრიგი
თბილისი, თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)
12:00 წლის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება „მეგობრული ტურნირი” ფრაქცია „ქართულ ოცნებასა” და პარასპორტსმენებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში (მჯდომარე ფრენბურთი, პარაკალათბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი).
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი, ბელიაშვილის 5
13:00 საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი: სატრანსპორტო-ლოჯისტიკური დარგი საქართველოში: ძირითადი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები
დღის წესრიგი
პრესრელიზი
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)
13:00
საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს მშობელთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step”-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას სახელწოდებით „საშობაო ზღაპარი”. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარები – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და უფროსი ასაკის წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებას. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცემათ ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო საჩუქრები.
თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი​

12:00 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვალი, არჩილ კაიკაციშვილი და ქობაჩამორთმეული ბიზნესმენი, რამაზ ახვლედიანი საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ლისის ტბის წართმევის საქმეზე ახალ მტკიცებულებებს წარადგენენ და სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
  მისამართი: ქ. თბილისი , გორგასლის ქუჩა N24

საკონტაქტო პირი:  გიორგი ზოიძე, 599 291202

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები