მოსკოვის აეროპორტში ბრიტანელი მასწავლებელი ხელყუმბარით დააკავეს

მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში ბრიტანელი ისტორიის მასწავლებელი დააკავეს. ტვირთის შემოწმებისას 46 წლის ქალს ხელყუმბარა აღმოუჩინეს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მულიაჟი, რომელიც ქალს, სახელად ჯულის თავის მოსწავლეებთან მიჰქონდა, რუსეთის დედაქალაქის ერთ ჩვეულებრივ ბაზრობაზე შეიძინა.

გამოკითხვის შემდეგ ბრიტანელს სახლში წასვლის უფლება მისცეს, მულიაჟი კი სამართალდამცველებმა დაიტოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები