მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების მინისტრს შეხვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებით საგადასახდო სისტემების სრულყოფის მიმართულებით.

მხარეებმა საგადასახადო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენისა და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლის საკითხებზეც ისაუბრეს.

მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომელსაც საშუალება იქნება სამუშაო რეჟიმში, ადგილზე საგადასახადო სფეროში ქართული მხარის მიერ მიღწეულ შედეგებს გაეცნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები