პარლამენტმა “სემეკის” ახალ წევრებად დავით ნარმანია და გოჩა შონია დაამტკიცა

პარლამენტმა „სემეკის“ ახალ წევრებად დავით ნარმანია და გოჩა შონია დაამტკიცა – აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტმა 80 დეპუტატის ხმით მიიღო.

პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატი წარადგინა – თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია და “სემეკის” ყოფილი წევრი გოჩა შონია.
პარლამენტმა “სემეკის” ახალი წევრების კანდიდატურები განხილვის გარეშე დაამტკიცა. თუმცა, ოპოზიცია ორივე კანდიდატთან გასაუბრებას და კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვდა.
ოპოზიციის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში რეგლამენტი კითხვა-პასუხის რეჟიმს არ ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები