დავით შერაზადიშვილი პროექტის, “ღირსეული სიბერე” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრას დაესწრო
კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში” პროექტ „ღირსეული სიბერის“ ფარგლებში სამუშო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
ასოციაცია „თანხმობამ“ საქმიანობის პრეზენტაცია წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას, პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში გახსნილი მოხუცთა დღის ცენტრის მუშობის შედეგები გააცნო.
სამუშო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან , საკრებულოს წარმომადგენლებთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულებთან დაკავშირებით მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
პროექტს „ღირსეული სიბერე“, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ახორციელებს, რომლის თანააპლიკანტები გახლავთ: ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“, კავშირი „ქალთა ცენტრი“, „ბოლნისის ენის სახლი“ და ასოციაცია „განთიადი“.
აღნიშნული პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაცია, რათა ყველაზე დაუცველი ხანდაზმულებისათვის მიღწეულ იქნას ღირსეული სიბერე.
დაბა კაზრეთში დღის ცენტრი 2016 წლის გაზაფხულიდან 130-მდე ბენეფიციარს ემსახურება.
“მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს საინტერესო შეხვედრისათვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მსგავს პროექტებსა და ინიციატივებს მხარი დავუჭიროთ. იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს უახლოეს მომავალში მემორანდუმს გავაფორმებთ“,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.