“ჩაჩავას კლინიკა” მეძუძურ დედებს რჩევით მიმართავს – ყოველი დედის რძე აბსოლუტურად ინდივიდუალურია

გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ რძე ცხიმიანი არ არის, ის ვერ ანაყრებს ბავშვს და არ არის მისთვის სასარგებლო, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას “ჩაჩავას კლინიკა” ავრცელებს. მათივე თქმით, დღევანდელი მედიცინა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აღნიშნულ მოსაზრებაზე მეტი რამ ვიცოდეთ.

როგორც “ჩაჩავას კლინიკაში” აცხადებენ, ყოველი ქალის რძე არის აბსოლუტურად ინდივიდუალური, ის არ ჰგავს მეორე ქალის რძეს და ცხიმიანობის თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, ყველა ქალის რძე ერთმანეთისგან განსხვავებულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი და იგივე ქალის რძე დღის სხვადასხვა მონაკვეთშიც კი განსხვავებულია თავისი შემადგენლობით. რძე არის ცოცხალი, ის სულ მოძრაობს, სულ იცვლება. ასევე, ყოველი ქალი გამოიმუშავებს იმ რძეს, რომელიც მისი შვილისთვის არის იდეალურად შესატყვისი.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები