კასპში სარწყავი სისტემისა და სატუმბი სადგურის მოწყობა მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში სარწყავი სისტემისა და სატუმბი სადგურის მოწყობის პროექტს ახორციელებს.

სამუშაოები სადაწნეო მილსადენის მოწყობას, წყალაღების კვანძის გაკეთებასა და სატუმბ სადგურში აგრეგატების დამონტაჟებას ითვალისწინებს.

მიმდინარე ღონისძიებების განხორციებელის შედეგად, კასპის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (ზემო ხანდაკი, სასირეთი და მეტეხი) 1180 ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.

პროექტი 2018 წლის პირველ კვარტალში  დასრულდება.

დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7 პროექტი მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 795 ჰა მიწაზე უზრუნველყოფს წყლის მიწოდების რეჟიმის გაუმჯობესებას, ხოლო წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 1 912 ჰექტარს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები