ნინო გოგუაძე: საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოში მხარს არ დაუჭერს რუსეთის ინტერესების გაძლიერებას და ეს არის ცალსახა პოზიცია

საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოში მხარს არ დაუჭერს რუსეთის ინტერესების გაძლიერებას და ეს არის ცალსახა პოზიცია,- ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ განაცხადა.

„ევროსაბჭოში რუსეთის საკითხთან მიმართებაში საქართველოს პოზიციაზე ეს რიტორიკა ასეთი კონტექსტებით თუ ასეთი ქვეტექსტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მოძველებულია. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პოზიცია არის ძალიან მკაფიო და საქართველო ყველა გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოში მხარს არ დაუჭერს რუსეთის ინტერესების გაძლიერებას და ეს არის ცალსახა პოზიცია. საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და თითოეული ჩვენთაგანის მთავარი საზრუნავი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაციაა.

მთავრობის მუშაობის და ძალისხმევის შედეგია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხები ისევ აქტიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ყველა საერთაშორისო ფორმატში – ევროსაბჭოში, ეუთოში, გაეროში მკაფიოდ ფიქსირდება საქართველოს მხარდამჭერი პოზიციები”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სამთავრობო პროგრამებსა და ნდობის აღდგენის პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებთან კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის აქტივობა, რასაც სახელმწიფო აპარატი ახორციელებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს ქონდეთ განცდა, რომ ისინი არიან ჩვენი სახელმწიფოებრივი სივრცის ნაწილი და მათ უნდა ქონდეთ შესაძლებლობა წვდომა იმ სერვისებზე, რომელიც სახელმწიფომ დანერგა”, – აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები