რომან კაკულია: ოთხპუნქტიანი გეგმის ყველაზე მთავარი ღირებულება გახლავთ ის, რომ ის არის ნამდვილად ფუნდამენტალური

ოთხპუნქტიანი გეგმის, განსაკუთრებით, მისი ორი მომენტის -ინფრასტრუქტურის და ტურიზმის, ყველაზე მთავარი ღირებულება გახლავთ ის, რომ ის არის ნამდვილად ფუნდამენტალური,-ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა და კომიტეტის სახელით მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარდაჭერა დაუდასტურა.

კაკულიას თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი საკითხია – მმართველი გუნდის ხედვა და ახალი გამოწვევების გააზრება.

„ოთხპუნქტიანი გეგმის, განსაკუთრებით, მისი ორი მომენტის – ინფრასტრუქტურის და ტურიზმის, ყველაზე მთავარი ღირებულება გახლავთ ის, რომ ის არის ნამდვილად ფუნდამენტალური და როგორი განსხვავებული პოლიტიკური ხედვისაც არ უნდა იყოს შემდეგი გუნდი, რომელიც ამ ქვეყნის მართვას გააგრძელებს, ის აუცილებლად დაიწყებს დაშენებას ამ ორ უმნიშვნელოვანეს ღირებულებაზე და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა ოთხპუნქტიანი გეგმის ამ ნაწილის. ჩემი აზრით, ეს არის უალტერნატივო ხედვა დღევანდელ მოცემულობაში”,- განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები