სოფიო კილაძე: ხელისუფლებამ წლების განმავლობაში საქმით დაამტკიცა, რომ ადამიანებზე ზრუნავს

ამ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში საქმით დაამტკიცა, რომ ადამიანებზე ზრუნავს და ამ მიზნით უამრავი რეფორმა განახორციელა,-აღნიშნული განცხადება  პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ გააკეთა.

მისი თქმით, უპრეცედენტო რეფორმები განხორციელდა სასჯელაღსრულების სისტემაში, სადაც ადამიანებს არ აწამებენ, პირიქით, მათზე ზრუნავენ. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომ ადამიანებს აღარ უწევთ სახლ-კარის გაყიდვა იმისათვის, რომ დააფინანსონ ოპერაციები, ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ კი ათასობით ადამიანი გადაარჩინა გაღარიბებას, აღარავის ეშინია პოლიციელების, მათი უკანონო თვალთვალის, დევნის.

„ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ ადამიანი არის უზენაესი ღირებულება ჩვენი პოლიტიკის, ადამიანი არის ის, ვინც დგას იმ პოლიტიკის ცენტრში, რომელსაც ვემსახურებით ჩვენ ყველანი – მთავრობაც, პარლამენტიც, ადგილობრივი თვითმმართველობებიც. ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი და გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს და ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ ვემსახურებით იმას, რომ თითოეული ინდივიდი იყოს დაცული და რაც შეიძლება იყოს ნაკლები გაჭირვებული, ვინც საჭიროებს სახელმწიფოს გვერდით დგომას.

ამ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში საქმით დაამტკიცა, რომ ადამიანებზე ზრუნავს და ამ მიზნით უამრავი რეფორმა განახორციელა, რომლებიც სწორედ ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფო ნამდვილად ზრუნავს ადამიანებზე არის ის, რომ სტრასბურგში წასულმა საქმეებმა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვნად იკლო განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან და ამ მაჩვენებლით რომ საქართველო დგას სხვადასხვა ევროპული ქვეყნების გვერდით,-განაცხდა სოფიო კილაძემ.

მისი შეფასებით, პრემიერის გამოსვლები რეალისტურია, რეალისტურ გეგმებს სახავს, რომელთა დაძლევა შესაძლებელია.

სოფიო კილაძის განცხადებით, წარმატებების მიუხედავად ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას.

„მე პირადად მაღელვებს ის ფაქტი, რომ რჩება უამრავი ადამიანი, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროებენ ყურადღებას, რომელთაც ჯერ კიდევ უჭირთ საკუთარი ოჯახების ღირსეულად შენახვა, დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრემიერი თავის გუნდთან ერთად, მთლიანად ქართულ ოცნებასთან ერთად, არის ის პრემიერი, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს გაჭირვებული ადამიანების რაოდენობას და მაქსიმალურად შეეცდება, რომ გვერდით დაუდგეს თითოეულ მათგანს და ის პოლიტიკა, რომელიც არის ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული, – თითოეული ადამიანი დავიცვათ და თითოეულ ინდივიდამდე მივიტანოთ ის სიკეთე, რომელიც ქვეყანში იქმნება, შესრულდება და მომავალში სერიოზული პროგრესი გვექნება ამ მიმართულებით”, -განაცხადა სოფო კილაძემ და აღნიშნა, რომ კომიტეტი მხარს უჭერს სამთავრობო გუნდს და წარმატებებს უსურვებს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები